საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების სავარაუდო თარიღი დასახელდა
საქართველოსა და აშშ-ს შორის
პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების სავარაუდო თარიღი დასახელდა.
როგორც „ბიზნეს ფორმულასთან“
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა,
ირაკლი ბაიდაშვილმა განაცხადა, აშშ-სა და საქართველოს შორის პირველი
საცდელი ფრენა, შესაძლოა, 2022 წლის ბოლოს, ან 2023 წლის დასაწყისში
შესრულდეს.
მისი თქმით, ავიარეისების დანიშვნა, საქართველოში
მაღალმხარჯველუნარიანი ამერიკელი ტურისტების რაოდენობას გაზრდის.
„როგორც ვიცი, უკვე არის რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, რომ
ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდეს. ეს
დიდ სტიმულს მისცემს საქართველოში ტურისტების ზრდას“, – აღნიშნა
ირაკლი ბაიდაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“.
შეგახსენებთ, საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო
დაწყება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2019 წლის
აპრილში დააანონსა.