„17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა" - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველი ჰომოფობიასთან,
ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის
საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ+
ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა, ლგბტ+
ადამიანები და მათი მხარდამჭერები ამ დღის საჯაროდ აღნიშვნას
ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების
არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო
უწყებებს და საჯარო პირებს, ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული
რეაგირება მოახდინონ ლგბტ+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო
დანაშაულებზე და გააკეთონ საჯარო განცხადებები, რაც საზოგადოებაში
თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“, -
სახალხო დამცველის განაცხადებაში.