ბიბილოვი: „სამხრეთ ოსეთის" რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმი შედგება
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის
რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში,
კონკურენტთან,
ალან გაგლოევთან მარცხის აღიარების
შემდეგ, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რია
ნოვოსტის" განუცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების
თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდება.
ბიბილოვის განცხადებით, ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე შეგროვილია და
გადაცემულია "ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის".
„მან [კომისიამ] ეს ყველაფერი უნდა განიხილოს, შემდეგ გადასცეს
უზენაეს სასამართლოს და განსაზღვროს თარიღი“,- განაცხადა
ბიბილოვმა.
მან ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე განაცხადა, რომ ჩატარდება
რეფერენდუმი, რომლის მიზანიც რეგიონის რუსეთთან შეერთებაა, ბიბილოვმა
ამ გაერთიანებას „სამხრეთ ოსეთის ხალხის სტრატეგიული მიზანი“
უწოდა.
წყარო : რადიო თავისუფლება