ახალი ამბები
ახალი უბნის ცენტრთან დამაკავშირებელი გზის მდგომარეობა გაუარესდა
ახალი უბნის ქალაქის ცენტრთან
დამაკავშირებელი გზის მდგომარეობა თანდათან უარესდება.
ნაპრალების სისქე იმატებს და გზის
გარკვეული მონაკვეთი იშლება. ხეებს ამჟამად ჯებირი აკავებს.
დღეს დილით მდგომარეობა ჯერ კიდევ არ იყო გაუარესებული.
მოსახლეობა შიშობს რომ ახალი უბნის ცენტრთან
დამაკავშირებელი სამანქანო გზა შესაძლოა
ჩაინგრეს.
აღნიშნული გზის მდგომარეობა დღეს დილით ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს. ბორჯომის მერის განცხადებით,
ჯერ-ჯერობით ახალ უბანთან დამაკავშირებელი
გზა არ გადაიკეტება.
ამ დრომდე, აღნიშნულ მონაკვეთზე მხოლოდ
გამაფრთხილებელი ნიშნებია განთავსებული და სამანქანო გზის მონაკვეთია
დავიწროვებული. ტერიტორია ლენტით არის შემოსაზღვრული. მძღოლებს
გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა
მოუწევთ.
გააზიარეთ :