საზოგადოება
შეხვედრა პროფკავშირის თავმჯდომარესა და ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებს შორის
აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე, ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულებს შეხვდა. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრას 300-მდე თანამშრომელი ესწრებოდა. გიორგი დიასამიძის განცხადებით, დასაქმებულები ითვალისწინებენ დამსაქმებლის მდგომარეობას და მზად არიან დროებით გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ, იქამდე სანამ ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება.

პროფკავშირის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლოა ხვალ, 3 მაისს შეხვედრა გაიმართოს დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის. მისი განმარტებით თანამშრომლები ჯერ-ჯერობით ხელს არ აწერენ ხელშეკრულების ახალ ფორმას, რადგან გათვალისწინებული არ არის გაკვეული გარანტიები. დამსაქმებლები ასევე ელიან პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალ განცხადებას მინერალურ წყალ „ბორჯომთან“ დაკავშირებით, რომელმაც სასიამოვნო ინფორმაციის გაჟღერება დაანონსა.

შეგახსენებთ, სანქციების გამო, 29 აპრილიდან, ბორჯომის წყლის წარმოება დროებით შეწყდა. გაჩერებულია ორივე ქარხანა. დროებით უმუშევარი დარჩა 1000-მდე თანამშრომელი.




ამავე თემაზე:

"დღეიდან ბორჯომის ქარხანა გაურკვეველი ვადით მუშაობას წყვეტს" - პროფკავშირი;

ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხნებში წარმოება შეჩერდა - კომპანია IDS ბორჯომი საქართველო განცხადებას ავრცელებს;

"ბორჯომის ქარხნის გაჩერება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია" - გია ხუხაშვილი; 

ბორჯომის ორივე ქარხანაში დროებით უმუშევარი დარჩა 1000-ზე მეტი თანამშრომელი;

"ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხნებში წარმოების პროცესი დაუყოვნებლივ განახლდება, მას შემდეგ რაც კომპანიას სრულად აღუდგება წვდომა საბანკო ანგარიშებზე;


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.