მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება დღეიდან სავალდებულოა
მართვის მოწმობის რეალურ პირობებში
ჩაბარება დღეიდან სავალდებულოა.
ამ ეტაპზე სიახლე მხოლოდ მსუბუქი
ავტომობილების მძღოლებს ეხებათ - მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან კი
ანალოგიური ვალდებულება ყველაზე გავრცელდება.
რეგულაციის თანახმად, ავტომობილის მართვის უფლების მისაღები გამოცდის
პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა - დახურულ მოედანზე გამოცდის
წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამოსაცდელ პირს ნორმატივის
შესრულება საგანგებოდ შერჩეულ, რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებშიც
მოუწევს.