საზოგადოება
სააღდგომო ეპისტოლე უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსაც შეეხო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსაც შეეხო. ეპისტოლეში ხაზგასმული იყო, რომ უკრაინაში შემზარავი ფაქტები ხდება.

ურაინაში ომი იყო ერთადერთი საკითხი ბოლო დროს განვითარებული მოლენებიდან, როემლზეც ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლეში იყო საუბარი.

"დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ჰქმნის.

ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ: დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათათვის, რათა დაიძლიოს ბოროტება.

უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები. განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისთავის. ამჟამად არსებული მდგომარეობა ისეთია, როდესაც აღარავინ იცის ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება.

პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს ან შეიძლება ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა, მთავრია ურთულეს ვითარებაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა", - წერია პატრიარქის ეპისტოლეში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.