შსს-მ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
თბილისში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა
და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
- დაკავებულია 8 პირი.
დანაშაული 3-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.