9 აპრილის სისხლიანი ღამიდან 33 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33
წელი შესრულდა.
ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა
კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის
გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის
სიცოცხლე შეეწირა.
აქციის დარბევა დილის 4 საათზე დაიწყო. დარბევისას საბჭოთა კავშირის
შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ქიმიური საშუალებები, სასანგრე
ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანმანქანები და ტანკები
გამოიყენეს.
დარბევის შედეგად ათასობით მოქალაქე მოიწამლა.
1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს,
საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.