ანსამბლმა "ოქტავამ" ისრაელის საერთაშორისო ონლაინ საგუნდო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
30 მარტს სამუსიკო სკოლასთან
არსებულმა ანსამბლმა "ოქტავამ" მონაწილეობა მიიღო ისრაელის
ქალაქ ცფატში გამართულ საერთაშორისო ონლაინ საგუნდო ფესტივალში, სადაც
შეასრულა ქართული ხალხური სიმღერების პოპური და მამია ხატელიშვილის
"ხორუმი".
ანსამბლს დიდი მოწონება ხვდა წილად და დაჯილდოვდა დიპლომით - "მაღალი
დონის საშემსრულებლო ოსტატობისთვის". ჩვენი "ოქტავა" მიწვეულ იქნა ამა
წლის ოქტომრის თვეში დაგეგმილ კონკურს-ფესტივალში მონაწილეობის
მისაღებად.