ბორჯომში ცირკულარული ეკონომიკის სამეცნიერო ბანაკი გაიმართა
13:42 / 04.04.2022
ბორჯომში 2 და 3 აპრილს ბიზნესისა და
ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით ცირკულარული ეკონომიკის
სამეცნიერო ბანაკი გაიმართა.ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს
ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა და მკვლევრებმა, ასევე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორებმა და
სტუდენტებმა.
სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში პირველი დღე დაეთმო საერთაშორისო
მენტორების ლექციებს, მეორე დღეს კი სტუდენტებმა წარმოადგინეს თავისი
პრეზენტაციები.
აღნიშნული ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის,
მეცნიერების პოპულარიზაციისთვის არსებული საგრანტო კონკურსის
ფარგლებში დაფინანსდა. ბანაკი მოიცავდა სამეცნიერო-პრაქტიკულ და
სასწავლო შემეცნებით- კომპონენტებს.
ორგანიზატორების თქმით სამომავლოდ იგეგმება განმეორებითი ღონისძიება,
რომელიც უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.