ტურისტული სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს
ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება.
„ჩვენ საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წელს ქონების
გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნულ სექტორში
არსებული სიტუაცია და გამოწვეული პრობლემები, რომელიც ამ სექტორს
დაუგროვდა. ბუნებრივია, ყველაზე მეტად კოვიდის გამო ეს სექტორი
დაზარალდა, მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია მთლიანობაში.
ამიტომ 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი.
ვფიქრობ, ეს იქნება ამ სექტორისთვის მნიშვნელოვანი
დახმარება“, - განაცხადა ირაკლი
ღარიბაშვილმა.