საზოგადოება
ახალციხის თოჯინების თეატრის რეფორმა დაიწყო
თოჯინური თეატრების სფეროში რეფორმა დაიწყო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ 1 აპრილს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეორგანიზაცია, მათი გაერთიანების გზით. ახალ ორგანიზაციას, რომელსაც სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება ეწოდა, უხელმძღვანელებს რეჟისორი ნიკა საბაშვილი.


რეფორმის ფარგლებში, დარგის განვითარების ერთ–ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა თბილისში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, ერთიანი საამქროს შექმნა, სადაც კოორდინირებულად იმუშავებენ პროფესიონალი მეთოჯინეები. ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. გარდა იმისა, რომ მეთოჯინის პროფესია განსაკუთრებულ ხელშეწყობას მიიღებს, საამქრო ორიენტირებული იქნება ხარისხის გაუმჯობესებაზე, სხვადასხვა ტიპის თოჯინების დამზადებაზე, თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე.

ასევე, რეფორმა გულისხმობს თოჯინური ხელოვნებით დაინტერესებული რეჟისორების მაქსიმალურ პროფესიულ რეალიზებას. ამ მიზნით მოხდება კოორდინაცია დაინტერესებულ რეჟისორებს შორის, რომლებიც ერთმანეთის მონაცვლეობით განახორციელებენ წარმოდგენებს სხვადასხვა ლოკაციებზე. შეიქმნება თოჯინების მუზეუმი, სადაც საექსპოზიციოდ წარმოდგენილი იქნება მნიშვნელოვანი ექსპონატები, როგორც უძველესი თოჯინების, ისე მნიშვნელოვანი საარქივო დოკუმენტაციის სახით.

რეფორმა, აღნიშნულ კომპონენტებთან ერთად, ითვალისწინებს მაყურებელთა ასაკობრივი სეგმენტის ზრდას და მათთვის მრავალფეროვანი რეპერტუარის შეთავაზებას.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ზემოხსენებული ბრძანების შესაბამისად, შტატით და შტატგარეშე გათვალისწინებული მოსამსახურეები, რომლებიც დასაქმებულნი არიან მოცემულ სამ თეატრში, დარჩნენ სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში იმავე თანამდებობაზე/პოზიციაზე დანიშნულებად და გააგრძელებენ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით. ამასთან, სამივე თეატრი მუშაობას განაგრძობს იმავე შენობებში და თითოეულ მათგანს შეუნარჩუნდება სახელწოდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.