2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ
ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს
გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის
გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და
ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის
სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების,
რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე
ადამიანებში.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, ხელი შეუწყოს აუტიზმის
მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას,
აგრეთვე გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან
დაკავშირებით.
საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ
არ არსებობს.