31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა
დღეს, 31 მარტს საქართველოში
დამოუკიდებლობის აღდგენაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან 31 წელი გავიდა.
შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და
გაათავისუფლა საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან.
"საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი
სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის
ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით", -
წერია საქართველოს კონსტიტუციაში.
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის, „დიახ”
მომხრეთა რიცხვი იყო 3 295 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა
რიცხვის 99,08%-ს;
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, „არა”
მომხრეთა რიცხვი იყო 16 917, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა
რიცხვის 0,51%-ს.