ქორწინების და განქორწინების ერთი წლის სტატისტიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
ინფორმაციით, გასულ წელს, საქართველოში ქორწინების მაჩვენებელი
41.5%ით, ხოლო განქორწინება - 39.4%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, 2021 წელს, რეგისტრირებულია 23 155 ქორწინება, რაც
41.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.
ოფიციალური მონაცემებით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი
ქალებისთვის - 29 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის - 31.5 წელს
შეადგენს.
ამასთან, 2021 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654
ერთეული შეადგინა, რაც 39.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელზე