საზოგადოება
,,საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს,,-NGO-ები
საქართველოში მოქმედი 22 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს ქვეყნის მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და შეწყვიტოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება. მათი თქმით, საქართველოს ახლა აქვს ისტორიული შანსი, რეალურად გახდეს დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი წევრი, ამისთვის კი საჭიროა „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება და ამ გზით მათი
დემორალიზება, რაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პროპაგანდისტულ ხაზად გასდევს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ENG სექტორმა განცხადება დღეს, 23 მარტს გაავრცელა.

"დღეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შედეგად მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის და ზოგადად მსოფლიო წესრიგის გადახედვის მოწმენი ვხდებით. დასავლური სამყარო, ბევრისთვის მოულოდნელად, უპრეცედენტო ერთიანობას აჩვენებს და არა მხოლოდ უკრაინას უდგას გვერდით მისი სამხედრო და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაზრდელად, არამედ ძალიან დიდ და მტკივნეულ ფასს ახდევინებს რუსეთს.

იმ მიზნით რომ საქართველოს სტრატეგიული ინტერესები სრულად და მკაფიოდ იყოს გაცხადებული და გატარებული ცხოვრებაში, საჭიროდ მიგვაჩნია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

მმართველმა ძალამ ღიად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსიროს ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ასევე დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯებისადმი და შეწყვიტოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შემლახველი პოზიციონირება; მკაფიოდ განაცხადოს, რომ იგი ერთგულია დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის;

„ქართულმა ოცნებამ" დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მოქალაქეების ომით დაშინება და ამ გზით მათი დემორალიზება, რაც ბოლო პერიოდში გამოკვეთილ პროპაგანდისტულ ხაზად გასდევს არა მხოლოდ მმართველი ძალის წარმომადგენელთა განცხადებებს, არამედ გააქტიურებულია მათთან აფილირებული პირების რიტორიკაშიც;

„ქართულმა ოცნებამ" უარი თქვას სიძულვილის ენაზე, დადგეს ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გააკეთოს ყველაფერი საზოგადოებაში პოლარიზაციის შესამცირებლად;

მთავრობამ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის ადვოკატირების კუთხით;

საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის მონაწილეობით შედგეს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული შეხვედრა და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების თაობაზე;

პარლამენტში, უმრავლესობის, ოპოზიციის, მთავრობისა და ექსპერტული წრეების მონაწილეობით შედგეს განხილვა, თუ როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხოდ მისი დასანქცირების შედეგები და რა არის ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი." - აღნიშულია განცხადებაში.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდეს გამოწვევებს, თავი დაიზღვიოს საბედისწერო შეცდომების დაშვებისაგან და მყარად დაიკავოს თავისი დამსახურებული ადგილი ცივილიზებული სამყაროს გვერდით. გამოვთქვამთ ზემოთ აღნიშნული ნაბიჯების განხორციელებაში ჩართვის მზადყოფნას, სადაც კი ეს შესაძლებელია.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

ცენტრი "ემპათია"

კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საზოგადოება და ბანკები

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

მწვანე ალტერნატივა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი

ევროპის ფონდი

უფლებები საქართველო

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

ლიბერალური აკადემია

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საფარი

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.