ხაშურიდან ნინოწმინდამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი
სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აღდგენილია.
ამასთან, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის
საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ
ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული
ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ
რეჟიმებს.