საზოგადოება
გაძვირდება თუ არა პური
„ქვეყანაში 2-3 თვის მარაგი არსებობს. როგორც ფქვილის, ისე ხორბლის მარაგები მაისამდე თავისუფლად გვეყოფა. მაისამდე, ქვეყანას პურ-პროდუქტებში თავის ტკივილი არ ექნება. არც ფასი შეიცვლება პურზე და მარაგიც არის“ – განაცხადა საქართველოს „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ.

„ძირითადი კომპონენტი, რისგანაც მზადდება პური, ეს არის 60% ფქვილი, 20% ენერგომატარებლები და დანარჩენი დამხმარე მასალები. მსოფლიოში დაძაბულია მდგომარეობა და ლოჯისტიკაშიც გარკვეული შეფერხებები ხდება. რუსეთი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა ხორბლით უზრუნველყოფის კუთხით და ფქვილის წარმოებაში. თუმცა, ამ ეტაპისთვის, 2-3 თვიანი მარაგი გვაქვს. არსებული მარაგის ამოწურვის შემდეგ კი არსებობს ალტერნატიული გზები, მათ შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყაზახეთთან. საუბარია კიდევ 2-3 თვის ხორბლის შეძენაზე“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მისი თქმით ამ ეტაპზე პურის ფასის მატება არ იგეგმება.

„რუსეთიდან 1 ტომარა ფქვილის შემოტანა დაახლოებით 62-63 ლარი ჯდებოდა, 65-67 ლარად კი აბარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ენერგომატარებლები გაძვირდა, პურის ფასი არ გაზრდილა. ყველა კომპონენტი გაძვირდა შესაფუთი მასალისა და საფუარის ჩათვლით. თუ ფასი ტომარა ფქვილზე დაახლოებით 70 ლარამდე იქნება, გაძვირება არ მოუწევს პურს, მაგრამ, თუ გასცდა ამ ნიშნულს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჩაერთვება“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.