8 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.3991 ლარი ეღირება-საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები
საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარი
დოლართან იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი კურსია.
ყველაზე მსხვილ ბანკებში 1 დოლარის
შესაძენად დაახლოებით 3,5 ლარია საჭირო.
"საქართველოს ბანკი":
1 დოლარი: ყიდვა - 3,38 ლარი; გაყიდვა 3,52 ლარი;
1 ევრო: ყიდვა - 3,662 ლარი; გაყიდვა 3,826 ლარი.
"თიბისი ბანკი":
1 დოლარი: ყიდვა - 3,36 ლარი; გაყიდვა 3,5 ლარი;
1 ევრო: ყიდვა - 3,633 ლარი; გაყიდვა 3,823 ლარი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი
დოლართან მკვეთრად გაუფასურდა - თუკი, 24 თებერვლის დილით 1 დოლარი
3,003 ლარი ღირდა, დღეს დილიდან 3,3991 ლარი ღირს. ჯამში სხვაობა
თითქმის 40 თეთრია.
წყარო www.radiotavisupleba.ge