საზოგადოება
სანატორიუმებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს უპირობო განსახლებაზე თანხმობა ეთქვათ
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა
კომისიამ ბორჯომში, ყოფილი სანატორიუმების „ლიკანისა“ და „ბორჯომის“
შენობებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით
უზრუნველყოფის საკითხი განიხილა.
კომისიის გადაწყვეტილებით, სანატორიუმებში ფაქტობრივად მცხოვრებ
დევნილ ოჯახებს უპირობო განსახლებაზე თანხმობა ეთქვათ.
ააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და დევნილთა საკითხების
შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან დევნილებს,
რომლებსაც გარკვეული შეკითხვები გააჩნიათ. იძულებით გადაადგილებული
პირების მიღება ბორჯომში (წმინდა ნინოს ქ.N1, სამუსიკო სკოლის შენობა)
7 მარტს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.
დევნილთა სააგენტოს უკვე გადმოეცა მიწის ნაკვეთი ქალაქ ბორჯომში,
სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების
შესაბამისი კორპუსი აშენდება.
დევნილი ოჯახების სია რომლებიც ბორჯომში უპირობოდ
განსახლდებიან
გააზიარეთ :