ბაჩო ახალაიამ 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო დატოვა
პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად,
ეს არ არის ჩემი საქმე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა
ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებს რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დატოვების
შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ის დროის გატარებას მეუღლესთან და შვილებთან ერთად
აპირებს.
„დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ
ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე. აგერ მიდგას გვერდით მიზანი -
მეუღლე და ჩემი შვილები. ეს არის მთავარი ამოცანა და ცოტა ფეხზე
დადგომა მინდა. გამოფიტული ვარ, დაღლილი და გადაღლილი ვარ,“ -
განაცხადა ბაჩო ახალაიამ