ახალი ამბები
როგორ შევძლოთ საკუთარი ავტომობილით თანხის მიღება? (R)
2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 1000 მოსახლეზე 234 მსუბუქი ავტომობილი მოდის. ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება მანქანებისა და იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მათ ყიდულობენ.

შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ საკუთარი ავტომობილი თანხის მიღების ან მეორე ავტომობილის შეძენის კარგი საშუალებაა. ამაში ფინანსური ორგანიზაციები გეხმარებათ, რომლებიც სერვისს გვთავაზობენ.

იცით, რას ნიშნავს ავტო სესხი? პასუხი მარტივია - როცა თქვენ მანქანის შესაძენად თანხა არ გყოფნით, შეგიძლიათ, ამ სერვისით ისარგებლოთ და ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე სასურველი ავტომობილი შეიძინოთ. ეს არის სესხის ტიპი მანქანის უზრუნველყოფით. ამ შემთხვევაში, თქვენ უკვე გყავთ ავტომობილი, კრედიტს კი სწორეთ მისი საშუალებით უზრუნველყოფთ. თუ სესხს ვერ დაფარავთ, კრედიტორ კომპანიას აქვს უფლება, რომ ავტომობილი ჩამოგართვათ.

კრიტერიუმები, რომლებსაც ავტო სესხის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ:

• უნდა გქონდეთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი - თუ სტაბილური შემოსავალი არ გაქვთ, სესხის მიღებას ვერ შეძლებთ. რთულია კრედიტი ყოველთვიურად დაფარო, როცა ამისათვის საჭირო ფინანსური მდგომაროება არ გაგაჩნია.
• ასაკი - კრედიტორი კომპანიების უმეტესობა ამ ტიპის სესხით სარგებლობის უფლებას აძლევს იმ პირებს, რომლებიც 21 წლის ან უფრო მეტის არიან. არიან ორგანიზაციები, რომლებიც სესხს 20 წლის პიროვნებებზეც გასცემენ.


იმისათვის, რომ avto sesxi მიიღოთ, განაცხადი შეგიძლიათ ორი გზით შეავსოთ - ონლაინ და ფილიალში მისვლით. პირველ შემთხვევაში, თქვენს მიერ შერჩეული ორგანიზაციის ვებ-გვერდზე შეგყავთ თქვენი მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ. ფილიალში მისვლის შემთხვევაში მსგავსი სახის ანკეტის შევსება მოგიწევთ, თუმცა შეგიძლიათ, ამაში კომპანიის წარმომადგენელი დაიხმაროთ, რომელიც დეტალებში უკეთ გაგარკვევთ.

სესხის დასამტკიცებლად, თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ავტომობილის ტექ. პასპორტი. ავტომობილის ზოგად მდგომარეობას კრედიტორი კომპანიის ექსპერტი ამოწმებს. სწორედ ეს პროცედურაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ამ დროს ფასდება ავტომობილი, როგორ მდგომარეობაშია იგი, რა არის მისი ამჟამინდელი ღირებულება და რა ოდენობის სესხი შეგიძლიათ მიიღოთ მისი საშუალებით.
მსგავსი ტიპის სერვისით სარგებლობის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ამიტომაც კომპანიები ცდილობენ პროცედურა გაამარტივონ და უფრო კომფორტული გახადონ. შესაბამისად, განაცხადის შევსების შემდეგ, დაახლოებით 30 წუთში უკვე იცით, მიიღებთ თუ არა სესხს.

ამ ტიპის სერვისით სარგებლობის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ თქვენ არ გჭირდებათ მესამე (თავდებში მდგომი) პირი.


რა უნდა გაითვალისწინოთ ავტო სესხით სარგებლობის დროს?


პირველ რიგში, როგორც ყველა ტიპის სესხით სარგებლობისას, ამ შემთხვევაშიც გააზრებული უნდა გქონდეთ, რომ თქვენ ყოველთვიურად მოგიწევთ თანხის გადახდა, ამიტომ ამისათვის მზად უნდა იყოთ. კარგად გაიაზრეთ, რამდენია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი. აიღეთ იმ რაოდენობის სესხი, რა რაოდენობაც გჭირდებათ. ზედმეტი კრედიტი თქვენთვის ზედმეტი თავის ტკივილი იქნება.

აუცილებლად კარგად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანებს დოკუმენტების დეტალურად გასაცნობად ან დრო არ აქვთ ან ურჩევნიათ ამის მაგივრად სხვა რამ გააკეთონ. თუ ხელშეკრულებას კარგად გაეცნობით, შემდეგ ნებისმიერ გაუგებრობას თავს აარიდებთ და ზუსტად გეცოდინებათ, რასთან გაქვთ საქმე.

იმისათვის, რომ კრედიტორ კომპანიებს შორის სწორი არჩევანი გააკეთოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფინპანდა, სადაც ყველა შემოთავაზებაა თავმოყრილი.




Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.