ბორჯომში ბუნებრივი აირი მოსახლეობას 16:00 საათიდან მიეწოდება
ამ დროისთვის ბორჯომში ბუნებრივი
აირის მიწოდება შეწყვეტილია.
გაზის გარეშეა დარჩენილი ქალაქის
ყველა უბანი და სოფლები: სადგერი, ცემი, ტბა.
კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურში, ტელეკომპანია "ბორჯომს" განუცხადეს, რომ გაზის გამორთვის
მიზეზი დაზიანებაა. მათი ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირი
დღეს. 16:00 საათიდან მიეწოდებათ.
"უცხო პირის მიერ მოხდა დაზიანება და შექმნილია ავარიული
მდგომარეობა. ჩვენი ჯგუფი ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს. გაზი არ
მიეწოდება ბორჯომის უბნების და სადგერის, ცემის, ტბის მოსახლეობას.
ბუნებრივი აირის მიწოდება ოთხი საათიდან დაიწყება" -
განაცხადეს კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურში.