საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 16:13 საათზე,
სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, ხოლო სიმძლავრით 3.9 მაგნიტუდას
შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, ასევე სოფელ სამებასთან 6.2
მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც კიდევ რამდენიმე მიწისძვრა
მოჰყვა.