რა ხდება სამცხე-ჯავახეთში საავტომობილო გზებზე
რთული მეტეოროლოგიური პირობების
გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან
აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში
ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდებოდა და ამ წუთებშიც გრძელდება.
ყველა მიმართულებით ადგილზე
მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება
ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში
აღდგეს.
ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები კვლავ მოქმედებს
შემდეგ საავტომობილო გზებზე:
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა)
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი
-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია
მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50
მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ
ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული
ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ
რეჟიმებს.