ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო
(ქარბუქი და დაბალი ხილვადობა),
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.