საზოგადოება
სამდღიანი ინფო-ტური სამცხე-ჯავახეთში დასრულდა
სამცხე-ჯავახეთში სამდღიანი
ინფო-ტური გაიმართა,
ტური მოიცავდა ბორჯომის, ბაკურიანის, ტაბაწყურის ტბისა და ჯავახეთის
მონახულებას. ტურის მეორე დღეს მონაწილეები ბაკურიანიდან ბურანებით
გაემგზავრნენ ტაბაწყურის ტბის მოსანახულებლად. ზამთარში ჯავახეთის
ტბები საოცარი სანახავია.
ტურის ბოლო დღე მოიცავდა ვიზიტს ჯავახეთის დაცული
ტერიტორიების საინფორმაციო ცენტრში, ბუღდაშენის ტბის მონახულება და
თევზაობა ფარავნის ტბაზე.
ტური განხორციელდა სამცხე-ჯავახეთის
დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მიერ ბორჯომის
მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. მისი მიზანია წარმოაჩინოს
სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალიზამთრის
სეზონზე.
"ინფოტურში მონაწილებას
იღებდნენ ინფლუენსერები და ტუროპერატორები, ტური სამი დღის
განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთის
რეგიონის
პოპულარიზაციას, ტურის განმავლობაში, მონაწილეები ბაკურიანიდან
ბურანებით გაემგზავრნენ ტაბაწყურის ტბის მოსანახულებლად. ასვე
მოინახულეს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საინფორმაციო ცენტრი.
მსგავსი ტურების მოწყობა კვლავაც იგეგმება"- განაცხადა ტელეკომპანია
,,ბორჯომთან" საუბრისას
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის
დირექტორმა დავით მუმლაძემ.
გააზიარეთ :