„რასაც ტყის მასივს ეძახიან, ეს არის კონკრეტული ტერიტორია ნახევარ ჰექტრამდე, სადაც სულ რამდენიმე ხეა"-ირაკლი კობახიძე
რასაც ტყის მასივს ეძახიან, ეს არის
კონკრეტული ტერიტორია ნახევარ ჰექტრამდე, სადაც სულ რამდენიმე
ხეა.
- ამის შესახებ "ქართული ოცნების"
თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ
განაცხადა, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა მეუღლეს
ბაკურიანში 6 ათასი კვადრატული მეტრი ტყე 49 წლით სარგებლობაში
გადასცა.
„რასაც ტყის მასივს ეძახიან, ეს არის კონკრეტული ტერიტორია
ნახევარ ჰექტრამდე, სადაც სულ რამდენიმე ხეა. ეს არის მოკლედ,
დეტალებთან დაკავშირებით. აქედან ჩანს ის, რომ სასაუბრო არაფერი დარჩა
ოპოზიციურ მედიას და ასეთი თითიდან გამოწოვილი თემებია“, - აღნიშნავს
კობახიძე.
შეგახსენებთ რომ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა
და გიორგი ბოტკოველმა ბაკურიანში პრემიერის მეუღლისთვის, იჯარით
გადაცემული მიწის უკან დაბრუნება მოითხოვეს. ოპოზიცია ტყის ფართობის
ხალხისთვის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს. მათ
დოკუმენტზე ხელის მოწერა პირველ რიგში ბორჯომის საკრებულოს
თავმჯდომარეს, შემდეგ საკრებულოს დეპუტატებს შესთავაზეს. დოკუმენტს
ხელი დღეს „ქართული ოცნების“ არცერთმა დეპუტატმა მოაწერა.
დაბა ბაკურიანში 5958 კვ/მ ფართობის ტყე 49 წლით სარგებლობაში პრემიერ
ღარიბაშვილის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს გასული წლის დეკემბერში
გადაეცა.
სახელმწიფო ქონების გადაცემა განხორციელდა ქონების ეროვნული სააგენტოს
2021 წლის 2 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე. ტყით სპეციალური
სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება კი საჯარო რეესტრმა 28 დეკემბერს
დაარეგისტრირა.
წყარო:
https://www.interpressnews.ge/