საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
შესაბამისად, ინფიცირების გამო მთავრობის დღევანდელ სხდომას
მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა.
კორონავირუსი დაუდასტურდათ:
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან
დავითაშვილს;
ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს;
თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს;
განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს.