ვინ ისარგებლებს ელექტროენერგიის სუბსიდირებით
მოსახლეობის ნაწილს, დაახლოებით
მილიონ ადამიანს, დაუსუბსიდირდება ელექტროენერგიის ტარიფი - ამის
შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის
სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და
ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს
შეადგენს.
„მოგეხსენებათ, რომ ეს პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების
დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების
პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა
გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად
გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის
ნაზარდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პროგრამა იანვრიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში
იმოქმედებს.