18 იანვარს ბორჯომში ტრადიციული განბანვა გაიმართება
18 იანვარს, 19 საათზე წყალკურთხევის
დღესასწაულთან დაკავშირებით, მდინარე მტკვარზე გაიმართება ტრადიციული
განბანვა.
მრევლი და სასულიერო პირები, ბორჯომში, ცენტრალური საფეხბურთო მოედნის
მოპირდაპირე მხარეს შეიკრიბებიან. ისინი დღესასწაულს მდინარეში
შესულები შეხვდებიან.