1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა
საქართველოს ეროვნული ბანკის
გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 - ლი იანვრიდან საგადამხდელო
საშუალებად აღარ გამოიყენება
მხოლოდ 1995 და 1999 წლების
გამოშვების ლარის ბანკნოტები. მათი გადაცვლა საქართველოს ეროვნული
ბანკის საკასო ცენტრშია შესაძლებელი.
2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი კი,
გადახდის კანონიერი საშუალებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
შესაბამისად, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია,
შეუფერხებლად მიიღოს და განახორციელოს ანგარიშსწორება ამ
ბანკნოტებით.