ახალი ამბები
2021 წელს წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა - საქსტატი
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.0 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

თევზეული (2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (0.9 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.7 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაში აისახა 0.06 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების (1.2 პროცენტი) ქვეჯგუფზე;

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4 პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციაზე -0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-2.4 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-0.7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.01 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (24.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (20.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (20.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (19.8 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (10.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.1 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც 2.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (24.9 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 43.5 პროცენტიანი მატება, რაც 3.64 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (64.7 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (64.4 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-3.1 პროცენტი).
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.