2 იანვარს საქართველოში ბედობას აღნიშნავენ
დღეს საქართველოში ბედობას
აღნიშნავენ.
ბედობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. საქართველოში ის მნიშვნელოვან
დღედ ითვლება, რადგან მიაჩნიათ, რომ როგორც ბედობის დღეს შეხვდებიან,
მთელი წელი იმის მიხედვით ჩაივლის.
ბედობა რელიგიური
დღესასწაული არ არის, მაგრამ მოსახლეობა ტრადიციას არ ღალატობს.
ბედობის დღესასწაულს ძველთაგნავე განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ამ
დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი ირჩევდა მეკვლეს, ანუ "კაი ფეხის"
ადამიანს. ამ დღეს ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ. თუ ვინმე
მეკვლის სტუმრობას ისურვებდა, ამ შემთხვევაში, სახლიდან გასვლა და
მასთან სტუმრობა შეეძლოთ. სტუმრად წასული "მეფეხური" მასპინძელს
ლამაზად გამოწყობილი უნდა წვეოდა, ოჯახისთვის ტკბილეული უნდა მიერთმია
და მხიარულ განწყობაზე ყოფილიყო.
დღესასწაულს აქტუალობა არ დაუკარგავს და 2 იანვარს „კაი ფეხის “
ადამიანისაგან შემდეგ სიტყვებს ისევ ელიან:
„შემოვდგი ფეხი,
გწყალობდეთ ღმერთი.
ფეხი ჩემი
კვალი ანგელოზისა“.