სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ ანგარიში წარადგინა
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების
ადგილის მართვის ორგანიზაციამ 2021 წლის ანგარიში წარადგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში
მოქმედი მედია საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე
ახალციხის ციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის
წარმომადგენლები.
DMO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მუმლაძემ ისაუბრა მიმდინარე
წელს განხორციელებულ და 2022 წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე.