დიდთოვლობამ, ისევე როგორც სხვაგან,
პრობლემები შექმნა ბორჯომშიც. ქალაქის ქუჩებში გადაადგილება უჭირთ
როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე მანქანის მძღოლებს.დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა
ფოტოებიც, სადაც ჩანს საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა და საცობები
გზებზე. ადგილობრივების უმრავლესობა გადაადგილების სირთულეებზე
საუბრობს. მათი თქმით, გზის მონაკვეთები თოვლისგან ძირითადად ცენტრში
იწმინდება, გარეუბნები კი პრობლემად რჩება. მძღოლების ნაწილი კი
ამბობს, რომ გზები გაწმენდილია და გადაადგილების მხრივ შეზღუდვა არ
აქვთ.
ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ როგორც ბორჯომში ასევე ბაკურიანის
მიმართულებით გზები იწმინდება. ცენტრალურ გზებზე იყრება ტექნიკური
მარილი. სოსო რაზმაძის თქმით, მუნიციპალიტეტში ყველა შესაბამისი
სამსახური მობილიზებულია, დროულად მოახდინოს თოვლისგან გზების
გაწმენდა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ზამთრის სეზონისთვის
მზად არიან.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური თოვა ორი დღეა გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხაშურიდან
ნინოწმინდამდე სამანქანო გზებზე, გადაადგილების მხრივ შეზღუდვებია
დაწესებული. სინოპტიკოსები ხვალიდან ნალექის შემცირებას
პროგნოზირებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.