მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა რეალურ სივრცეში გადაინაცვლებს
17:00 / 24.11.2021
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა
მოედნიდან რეალურ სივრცეში - ქუჩაში გადაინაცვლებს.მომავალ მძღოლებს 2022 წლის
აპრილიდან მართვის უნარების გამოვლენა ორ ეტაპად მოუწევთ.
თავდაპირველად, თეორიული ნაწილის წარმატებით ჩაბარების შემდეგ,
გამოცდას დახურულ მოედანზე ჩააბარებენ, ხოლო მისი წარმატებით
ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალურ საგზაო მოძრაობის
პირობებში გაგრძელდება, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე. სიახლეა მოპედების
რეგისტრაციის კუთხითაც. მფლობელებისთვის განისაზღვრა მინიმალური
ასაკობრივი ზღვარი. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
შესატანი ცვლილებების პაკეტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.