სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეს სამუშაოს ტიპის არჩევის საშუალება ექნება-ლევან დავითაშვილი
ვიცე-პრემიერის, გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით,
სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეს, დასაქმების სპეციალური
პროგრამის ამოქმედებისას სამუშაოს ტიპის არჩევის საშუალება
ექნება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროგრამის შემუშავებაზე
სპეციალისტებთან ერთად მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ჯანდაცვის
სამინიტრო იმუშავებს.
„ამ პროგრამაზე რამდენიმე სამინისტრო, მთავრობის გუნდი
სეპციალისტებთან ერთად იმუშავებს. ძირითადად აქ იქნებიან
წარმოდგენილები ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, აქ იქნებიან
ჩართულები ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებიც, ფინანსთა სამინისტრო,
ეკონომიკის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო. წლის ბოლოსთვის გვექნება ისეთი მოდელი, რომელიც
მოსახლეობის ინტერესებს ნამდვილად უპასუხებს. ეს ინიციატივა
გულისხმობს შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ
საქმიანობაში ჩართვას, რომელთაც სოციალური პირობები უნდა
გაუუმჯობესდეთ. რამდენად შეიძლება ეს იყოს სოციალური დახმარების
ალტერნატივა? - ეს ადამიანები რა შემოსავალსაც იღებენ ამ სტატუსით,
მათ შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს.
რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მუშაობასთან ერთად კვალიფიკაციის ამაღლება,
შრომისუნარიანი ადამიანების გააქტიურება და ასეთი 200-250 ათასი
ადამიანი გვყავს. ეს მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკის
განსავითარებლადაც. ჩვენ ვნახეთ, რომ დეფიციტი იყო ბევრ სამუშაო
ადგილზე, როგორციაა კერძო სექტორი, სოფლის მეეურნეობა,
გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა. ამ ინიციატივის ფარგლებში,
რა თქმა უნდა, უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ბევრი
სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებით. ეს
უკავშირდება ტყის უკეთესად მოვლას, დაცული ტერიტორიების მოვლას. სადაც
ყოველთვის არის სამუშაო ძალის დეფიციტი. მთავარი პირობა არის ის, რომ
ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს და არ უნდა
გაუარესდეს. მათი შემოსავალი მინიმუმ, უნდა გაიზარდოს. თუმცა, ჩვენ
გვაქვს ასევე ბევრი რამ გასაკეთებელი ამ ახალი სამუშაო ადგილების
ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იქნება როგორც მუნიციპალურ საჯარო დონეზე,
ასევე კერძო სექტორის. საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ 200 - ათასიანი
ადამიანების არმია, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში თავისი
წვლილი უნდა შეიტანონ,“- განაცხადა დავითაშვილმა.