ბორჯომში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების შვიდი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი
გამოავლინეს.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ადიგენისა და ბორჯომის
მუნიციპალიტეტების სატყეო უბნებში. მოქალაქეებმა, უკანონოდ მოიპოვეს,
ჯამში 2 ერთეული ფიჭვის, 5 ერთეული ნაძვისა და 2 ერთეული წიფლის
სახეობის ხე-მცენარე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ შესაბამისი ოქმები.