მოქალაქეებს კოვიდ-პასპორტის აღება ონლაინ შეუძლიათ
მოქალაქეებს კოვიდ-პასპორტის აღება
ონლაინ, იუსტიციის სახლში მისვლის გარეშეც შეუძლიათ.
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერატიული შტაბის ხელმზღვანელის გიორგი ღიბრაძის თქმით, პირს QR კოდი
მიენიჭება, რომელიც განახლებას არ საჭიროებს.
“საქართველო მიუერთდა ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს,
რომელშიც ამ მომენტისთვის გაწევრიანებულია 49 ქვეყანა. შესაბამისად,
საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის,
ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, ამ ერთიან სივრცეში
ჩაერთვება.
დღეს დასრულდება ყველა ტექნიკური სამუშაო, ამ დაერთებასთან
დაკავშირებით და ხვალიდან ჩვენ უკვე სრულფასოვნად ვიქნებით ჩართული
ერთიან სისტემაში. იმისთვის, რომ ვისარგებლოთ ამ კოვიდ-სერტიფიკატით,
შეგვიძლია გადმოვწეროთ app store-დან და google store-დან შესაბამისი
აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health, გავიაროთ საკმაოდ
მარტივი რეგისტრაცია და ყველა ინფორმაცია ჩვენს შესახებ, რომელიც
უკავშირდება ჩვენს ვაქცინაციას, PCR ტესტირებას და კოვიდ-ინფექციის
გადატანას, ავტომატურად გაჩნდება ჩვენს ტელეფონებში. ამ აპლიკაციის
მეშვეობით, რომელიც წამოიღებს ჩვენს QR კოდებს, შევძლებთ ჩვენი
სტატუსის დადასტურებას.
აპლიკაციის ჩამოსატვირთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი მეთოდი ანდროიდის
და იოსის მქონე ტელეფონებისთვის: ANDROID IOS