რეალურ პირობებში მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება სავალდებულო ხდება
რეალურ პირობებში მართვის მოწმობის
გამოცდის ჩაბარება 2022 წლის აპრილიდან სავალდებულო ხდება.
მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის
პირობებში ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან სავალდებულო იქნება.
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით
მიიღო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი
ცვლილებები.