გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი,
მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში
გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი, თეონა ჩარკვიანი სოციალურ
ქსელში ავრცელებს.
"გარდაგვეცვალა ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი მამა. ჩვენც და
ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი - გელა ჩარკვიანი.
პანაშვიდი დღეს და ხვალ, პეკინის 14-ში. გასვენება ხუთშაბათს, 2
საათზე სახლიდან", - წერს თეონა ჩარკვიანი "ფეისბუქზე".
გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976
წლიდან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984 წლიდან 1992
წლამდე საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო.
1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა
მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს
მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში.
1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში,
პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი იყო. ჩარკვიანი 2005 წელს დიდ
ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006
წლიდან ელჩი იყო. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში
შეწყვიტა.
გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა, ბრწყინვალების
საპრეზიდენტო ორდენითა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების
ორდენით.