რომელ ობიექტებზე დაგჭირდებათ მწვანე ბარათი
საკოორდინაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ
„მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას
: კვების ობიექტების, რესტორნების,
კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში,
თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ
ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე,
სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო
კურორტების საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება
ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა
იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ
მოქალაქეებისთვის.