,,მიხეილ სააკაშვილი ვაზიარე“-მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი ციხეში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა
მეუფე ნიკოლოზმა აზიარა. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს
განუცხადა.
"დღეს არის 8 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღე.
მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ისტორიული დღე, ეს არის ჩემი შეფასება,
მე ვიყავი საპყრობილეში და მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის
ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და ასე 40 დღე მშრალად მარხვის შენახვა,
აღსარება და ზიარება არის ძალიან დიდი ღვაწლი...
მისი თქმით, 40 დღის განმავლობაში "მშრალი მარხვის" შენახვის მხოლოდ
ისტორიული მაგალითები არსებობს. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ასეთი იყო
დავით აღმაშენებელი, რომელმაც გალობანი სინანულისანი
შექმნა.