საზოგადოება
„ქართული ოცნების“ აქციაზე ბორჯომიდან 1500-ზე მეტი ადამიანი მიდის“ - გიორგი ფერაძე
ბორჯომში, ქალაქის ცენტრში
მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან და თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
დღეს, 27 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლების მოედანზე
დაგეგმილ აქციას ბორჯომიდანაც უერთდებიან.
კოლონები ქალაქიდან 12:00 საათზე
დაიძვრებიან. მმართველი გუნდის დაორგანიზებულ შემაჯამებელ შეკრებას
ბორჯომიდან 1500-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება - აცხადებს „ქართული
ოცნების“ ბორჯომის შტაბის უფროსი გიორგი ფერაძე.
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე
შეკრებილებს შორის, რიგით მოქალაქეებთან ერთად შეინიშნებოდნენ საჯარო
მოხელეებიც.
„ბორჯომიდან 1500-ზე მეტი ადამიანი შეუერთდება თბილისში შემაჯამებელ
შეკრებას. მოქალაქეებთან ერთად მანქანებით 12:00 საათზე დავიძვრებით
თბილისისკენ“ - აცხადებს გიორგი ფერაძე.
კითხვაზე - აქციას უერთდებიან თუ არა ბორჯომის ა(ა)იპ-ების
წარმომადგენლები?
„ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის უფროსმა გვიპასუხა, რომ
შემაჯამებელ შეკრებას ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები ნაკლებად
უერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელი აქცია 17:00 საათზე იგეგმება თბილისში,
თუმცა როგორც პარტიაში აცხადებენ, მხარდამჭერების შეკრება
თავისუფლების მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება.
‘’ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი. ყველა,
ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის მომავალი, მშვიდობა, სტაბილურობა
და განვითარება, ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს გელოდებით თავისუფლების
მოედანზე“- განაცხადა კობახიძემ.
გააზიარეთ :