საქართველოში ბოლო რამდენიმე საათში ორი მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
25 ოქტომბერს, თბილისის დროით 01:52 საათზე, გარდაბანთან მოხდა 3.2
(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ბიძგი იგრძნობოდა
დედაქალაქშიც.
24 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:04 საათზე, სომხეთ-საქართველოს
საზღვართან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი სამების მიმდებარედ,
4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 4.5
მაგნიტუდის მიწისძვრა სოფელი სამებიდან 9 კილომეტრში, 9 კილომეტრის
სიღრმეში დაფიქსირდა.