ასპინძაში სახალხო დღესასწაული შოთაობა აღნიშნეს
22 ოქტომბერს ასპინძაში სახალხო
დღესასწაული შოთაობა აღნიშნეს. პანდემიის გამო, ღონისძიება მასშტაბური
არ იყო და ის სიმბოლურად აღინიშნა
ღონისძიებას ესწრებოდა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი,
სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილოვრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები.
ასპინძის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ ხუთი ახალდაქორწინებული წყვილი
,,ვეფხისტყაოსანით’’ დაასაჩუქრა.
წელს „შოთაობის“ დღესასწაულმა სახალხო ღონისძიებების გარეშე ჩაიარა.
მიწვეულმა სტუმრებმა შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და
ასპინძის კულტურის სახლში, ტრადიციისამებრ ხუთ ახალდაქორწინებულ
წყვილს, სიმბოლურად, ვეფხისტყაოსანი გადასცეს.
წყარო:tv9news.ge