ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
თამარ ბეჟანიშვილმა, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სშინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.
დაკავებულია ბინის მეპატრონე ზაურ ბუდაგოვი და 2 მუშა, მამა-შვილი
სურმანიძეები.
სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლებიც
ბრალდებულების მიმართ პატიმრობას ითხოვდნენ.
პროკურორის ალექანდრე ძირკვაძის განცხადებით, სასამართლოს
გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები,
მეზობლების ჩვენებები და ექსპერტების დასკვნა, რომ ბრალდებულებს
დანაშაული მიუძღვით.
ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და
გასაჩივრებას გეგმავენ. მათი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ
მათ დაცვის ქვეშ მყოფები გულგრილად მოიქცნენ და ისინი ნახაზის
მიხედვით მოქმედებდნენ.
სასამართლო პროცესი 1- ელ დეკემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8
ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3
არასრულწლოვანია.