6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ
ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან კვების
ობიექტების სამუშაო საათები გახანგრძლივდება და ისინი ფუნქციონირებას
კვლავ 23:00 საათამდე შეძლებენ.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს
სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო კვების
ობიექტები 22:00 საათამდე მუშაობენ.